საპარლამენტო უმრავლესობაში იმსჯელებენ, დარჩება თუ არა უმრავლესობის რიგებში დეპუტატი დავით ჭიჭინაძე

საპარლამენტო უმრავლესობაში იმსჯელებენ, დარჩება თუ არა უმრავლესობის რიგებში დეპუტატი დავით ჭიჭინაძე.

როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა, პარტიის სახელით გადაწყვეტილება მიღებულია, უმრავლესობის სახელით გადაწყვეტილება უმრავლესობამ უნდა მიიღოს.

„აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა უმრავლესობაზე გვექნება. დავით ჭიჭინაძე პარლამენტის წევრად რჩება და მომავალში თავს სად მოიზარებს, დამოუკიდებელ კანდიდატად თუ ოპოზიციურ პარტიასთან ერთად, ეს მისი გადასაწყვეტია. უმრავლესობიდან გარიცხვას თავისი პროცედურა აქვს და ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება. პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება ლეგიტიმურად სამდივნოს მიერ მისაღები გადაწყვეტილებაა და მას შეუძლია, სამდივნოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოზე გაასაჩივროს. მათ შორის ჰკითხოს, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვეტილების შესახებ იცოდა თუ არა და რა პოზიცია აქვს. მარტივად გაეცემა პასუხი, თუ გაასაჩივრებს. ეს არ არის პატარა გადაწყვეტილება, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, როცა პარტია პარლამენტის წევრის გარიცხვის გადაწყვეტილებას იღებს და ეს მარტივად არ ხდება. თვეების განმავლობაში, ამ ყველაფერს წინ კოლეგების მიმართ შეურაცხმოფელი განცხადებები უსწრებდა. დიდი ხანია, დავით ჭიჭინაძე უმრავლესობაში საკუთარ თავს ვერ ხედავდა და სწორი იქნებოდა, პარტიიდან წავლის გადაწყვეტილება თავად მიეღო. ვინაიდან არ მიიღო, პარტიამ მიიღო“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

„ქართულმა ოცნებამ“ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება 18 ივლისს მიიღო.

banner
წინა სტატიაშიკახეთის გზატკეცილიდან სოფელ ნასაგურამდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი – ცხადია, რომ საპრეზიდენტო არჩევნები იქნება საინტერესო და კონკურენტული