საპარლამენტო უმრავლესობამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა

საპარლამენტო უმრავლესობამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა.

შესაბამისი მიმართვა ბიუროს დღევანდელ სხდომას წარედგინა.

აღნიშნულ თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილს სავარაუდოდ, ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე ეყრება კენჭი.

კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას ამ დროისთვის დავით მათიკაშვილი ასრულებს.

კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ეკა ბესელიამ გასული წლის დეკემბერში დატოვა.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია-არავითარი ილუზია სასამართლო ხელისუფლების რაიმე შესაძლო პროგრესთან დაკავშირებით არ მაქვს
შემდეგი სტატია“რაც მისი წილი პასუხისმგებლობაა მე მას ამის თაობაზე, რა თქმა უნდა, პირადად ვეუბნები” – ბესელია ივანიშვილზე