საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად კობახიძის კანდიდატურას წარადგენს

„ქართული ოცნება“ დღევანდელ ბიუროს სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურაზე მანანა კობახიძეს წარადგენს. ფრაქციის თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განაცხადებით, გადაწყვეტილება უკვე მიღბულია:

”ეს გადაწყვეტილება მიღბულია. დღეს ბიუროს სხდომამდე ფრაქცია “ქართული ოცნება” პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს მანანა კობახიძის კანდიდატურას. ვფიქრობ, ის იქნება ერთ-ერთი წარმატებული მოსამართლე. ის ვალდებულია უზრუნველყოს მაქსიმალური ობიექტურობა, რათა არ დარჩეს კითხვის ნიშნები და მისი მოსამართლეობა არ იყოს პოლიტიკური სპეკულაციების საგანი. ეს იყო ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება და ძალიან მაღალი ალბათობით ეს გადაწყვეტილება მიიღებს უმრავლესობის მხარდაჭერას”, – განაცხადა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშისაერთო საჯარისო ცენტრის კურსების გამოშვების ცერემონია გაიმართა
შემდეგი სტატიაშს მინისტრმა, რუსეთის მიერ, გიორგი ცერცვაძის მიმართ გამოცხადებული ძებნის შესახებ, ადრევ იცოდა – ზაზა ჭაია