საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომის გამართვას 13 ოქტომბრისთვის გეგმავს

სხდომის ჩაშლა კარგი ფაქტი არ არის და ადრე თუ გვიან დებატები აუცილებლად უნდა ჩატარდეს.

მმართველი უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით პარლამენტის რიგგარეშე სხდომის გამართვას 13 ოქტომბრისთვის გეგმავს.
პრეზიდენტის ვეტო პარლამენტის ბიუროს უკვე წარედგინა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ის ხვალ 11.00 საათისათვის პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის დანიშვნის თხოვნით მიმართავს, ხოლო სხდომის მოწვევა მოთხოვნილი იქნება 13 ოქტომბრის 11.00 საათიდან.

banner
წინა სტატიაშიევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად სტელა კირიაკიდესი აირჩიეს
შემდეგი სტატიაპუშკინის სკვერი არის ივანიშვილის გარაჟი და ბოტანიკური ბაღი – მისი პირადი ბოსტანი – ენმ შაბათს აქციას აანონსებს