საპარლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციური პროექტის პარლამენტში მეორე მოსმენაზე დაბრუნებას არ აპირებს

საპარლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციური პროექტის პარლამენტში მეორე მოსმენაზე დაბრუნებას არ აპირებს, – ამის შესახებ განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველი გუნდი კოლეგებს ურჩევს, ჯერ ჩამოყალიბდნენ, რა დათმობაზე არიან მზად და გადაწყვეტილება წერილობით და საჯარო განცხადების სახით მიაწოდონ.

თალაკვაძე ამბობს, რომ მხოლოდ ამის შემდეგ განიხილავენ შეთავაზებას მმართველ გუნდში.

„მზად ვართ, რომ დიალოგი გავაგრძელოთ პოლიტიკურ პარტიებთან. შემოდგომამდე გვაქვს დრო და ველოდებით ოპოზიციისგან უფრო კონკრეტულ დღის წესრიგს. ჩვენ გვაინტერესებს, რა შემთხვევაში დაუჭერენ ისინი ახალ კონსტიტუციას მხარს საშემოდგომო სესიაზე, ან მოგვწერონ ან საჯაროდ გვითხრან. მე გითხარით, რომ უკან დაბრუნებას ჩვენ არ ვაპირებთ, ჩვენ ვაპირებთ რომ ნაბიჯები გადავდგათ წინ,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიფოთის ბაზრობაზე ხანძრისას დაზარალებულები დამწვარ შენობაში შეუშვეს
შემდეგი სტატიარუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარი და სამხედრო შეიარაღება უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული სუვერენული ტერიტორიიდან