საპარლამენტო უმრავლესობა გიორგი მარგველაშვილს კონსტიტუციის დაცვისკენ მოუწოდებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პრეზიდენტის მიმართვას “მიუღებელსა” და “სამართლებრივად შეუსაბამოს” უწოდებენ.

მათი თქმით, პოლიტიკოსებს არ აქვთ უფლება, პასუხი მოსთხოვონ რომელიმე მოსამართლეს.

“პრეზიდენტმა იცის, რომ არც ერთ პოლიტიკოსს და კოალიციის არც ერთ წევრს არ აქვს უფლება, მოსამართლეს მოსთხოვოს პასუხი. თუ პრეზიდენტი იმას გულისხმობს, რომ ჩვენ უნდა გამოვიდეთ და ურთმელიძეს პასუხი იმავე ხმაში უნდა მოვთხოვოთ, როგორც ამას აკეთებენ ნაციონალური მოძრაობის წევრები, ეს არის კონსტიტუციის პირდაპირი დარღვევა. პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება შეუსაბამო იყო,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

დეპუტატები გიორგი მარგველაშვილს კონსტიტუციის დაცვისკენ მოუწოდებენ.

„აზრის გამოთქმა და პოზიციის ფიქსაცია საშინაო და საგარეო პოლიტიკის წარმართვის მცდელობაში არ უნდა გადაიზარდოს,“ – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდევიდ კრამერი: ეს გადაწყვეტილება არ დაეხმარება საქართველოს საკითხს ნატოსა და ევროკავშირში
შემდეგი სტატიაშსს საქართველოს სასაზღვრო პოლიცია შალვა ნათელაშვილის განცხადებას ეხმიანება