საპარლამენტო უმრავლესობა დღეს სახალხო დამცველის კანდიდატურაზე იმსჯელებს

სახალხო დამცველის კანდიდატის საკითხი უმრავლესობამ დღეს სხდომაზე უნდა გადაწყვიტოს. არასამთავრობო სექტორი “ქართულ ოცნებას” ომბუდსმენის ვაკანსიაზე 4 კანდიდატს სთავაზობს. საუბარია ნინო ლომჯარიას, ანა ნაცვლიშვილის, ვახუშტი მენაბდისა და ზვიად ქორიძის კანდიდატურებზე.

საბოლოო პოზიციაზე მმართველი გუნდი დღევანდელი კონსულტაციების შემდეგ შეჯერდება. არასამთავრობო სექტორის მიერ შემოთავაზებული პირების გარდა, საპარლამენტო უმრავლესობა დღესვე განიხილავს სოფო ხორგუანის და სოფო ჯაფარიძის კანდიდატურებსაც.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, არასამთავრობო სექტორის მიერ დასახელებული კანდიდატები არიან ძლიერი გამოცდილი ადამიანები.

„არ გამოვრიცხავ, რომ უმრავლესობის სხდომაზე ფრაქციებმა ან საინიციატივო ჯგუფებმა დააყენონ სხვა კანდიდატურებიც, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, არასამთავრობო სექტორის მიერ დასახელებული კანდიდატები არიან ძლიერი გამოცდილი ადამიანები და მე ვფიქრობ, რომ უმრავლესობის სხდომაზე ჩვენ შევთანხმდებით ერთ კანდიდატურასთან დაკავშირებით,“ – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიტერორისტულ საქმიანობისთვის დაკავებული პირის საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
შემდეგი სტატიასპეცოპერაციისას დაკავებულთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას პროკურატურა დღეს გაავრცელებს