საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია რეზოლუციის საერთო ტექსტზე შეთანხმდნენ

პარლამენტის ფარგლებში კონსულტაციები დავასრულეთ და გვაქვს საერთო პოზიცია, რომ მივიღებთ ერთ რეზოლუციას, რომელიც შექმნის ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას, რომელშიც მოხვდება ყველა ის ადამიანი ვინც არის პასუხისმგებელი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანების უფლებების დარღვევებზე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

„გარდა ამისა, ეს იქნება რეზოლუცია, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის ქმედებებს დაგმობს. რეზოლუცია პასუხისმგებლობას დააკისრებს რუსეთის ფედერაციას და შეიმუშავებს კონკრეტულ ინსტრუმენტებს, როგორ აღვუდგეთ მსგავს სამარცხვინო და ტრაგიკულ ფაქტებს. ჩვენ დავასრულეთ კონსულტაციები, პრაქტიკულად შეთანხმებული ვართ პრინციპებზე და საერთო ტექსტზე, დაგვრჩა რაღაც კონკრეტული ტექნიკური სამუშაოები დასამთავრებელი, რასაც, ალბათ, შემდეგ რამდენიმე დღეში დავამთავრებთ და როგორც ჩანს, შემდეგ ოთხშაბათს მივიღებთ ამ ერთიან რეზოლუციას“, – განაცხადა სერგი კაპანაძე.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი გუდაურში გაემგზავრა
შემდეგი სტატიამთის კურორტების განვითარების კომპანიამ საბაგიროს მწარმოებელს ექსპერტების გამოგზავნის თხოვნით მიმართა