“საპარლამენტო უმრავლესობა არ იშლება”

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის შეფასებით, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა
პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის განცხადებით, “ეროვნული ფორუმის“ კოალიციიდან და უმრავლესობიდან გასვლა საპარლამენტო უმრავლესობის დაშლას არ გამოიწვევს.

 

კობახიძის განმარტებით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას ხელს შეუშლიან.
“ოპონირების რეჟიმი არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ერთმანეთთან უნდა ვიყოთ დაპირისპირების იმ ფორმებში, რომელიც ქართული პოლიტიკისთვისაა დამახასიათებელი. ყოველ შემთხვევაში, არჩევნებამდე ქვეყანა სტაბილურად უნდა მივიდეს. ეს არის ყველას პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით იმ პარტიების, რომლებიც 2012 წელს კოალიციაში ერთად იყვნენ და ეს პასუხისმგებლობა ბოლომდე უნდა მივიტანოთ”,- აღნიშნა კობახიძემ “პირველ პრესკლუბში”.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, არჩევნებამდე პოლიტიკური დაძაბულობისა და კრიზისის საფრთხე არ არსებობს.
“არავითარი საფრთხის, პოლიტიკური დაძაბულობის და კრიზისის საფუძველი არ არსებობს, მით უმეტეს, როდესაც მთავრობაში ყველა მინისტრი აგრძელებს საქმიანობას და არავითარი ცვლილება არ იგეგმება; მით უმეტეს, როდესაც “რესპუბლიკელება” განაცხადეს, რომ ისინი კოალიციიდან  და უმრავლესობიდან არ გადიან”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.
banner
წინა სტატიაშიკახა შარტავა პოლიტიკაში ბრუნდება
შემდეგი სტატიასაქართველოს მთავარმა პროკურატურამ 11 წლის წინ ჩადენილი მკვლელობის ფაქტი გახსნა