საპარლამენტო უმცირესობის წევრები პარლამენტში გარემოს დაცვის მინისტრს იბარებენ

თბილისის ბოტანიკური ბაღის გარშემო მიმდინარე პროცესებზე პარლამენტში გარემოს დაცვის მინისტრს იბარებენ. საპარლამენტო უმცირესობა კომიტეტის სხდომის გამართვას ითხოვს. ნაციონალური მოძრაობა პასუხებს როგორც ბაღის საზღვრების ცვლილებასთან, ასევე გასხვისებულ 29 ჰექტარსა და გზის გაყვანასთან დაკავშირებით ითხოვს.

“გამომდინარე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან, გამომდინარე იმ საპროტესტო განწყობებიდან რომელიც არსებობს საზოგადოებაში, ჩვენ მოვითხოვთ რეგლამენტის შესაბამისად დაუყოვნებლივ მოხდეს გარემოს დაცვის კომიტეტის მოწვევა საქართველოს პარლამენტში. აღნიშნულ კომიტეტს ვიწვევთ როგორც თანაინვესიტირების ფონდის ხელმძღვანელობას ასევე მერიის იმ ჩინოვნიკებს , ვისი გადაწყვეტილებითაც აღნიშნული განხორციელდა. ასევე გარემოს დაცვის მინისტრს. ერთხელ მაინც დაინტერესდეს რა ხდება გარემოსთან მიმართებაში”, – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ზურაბ მელიქიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიწინასარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღთან დაკავშირებით კომემტარი თინა ხიდაშელმა გააკეთა
შემდეგი სტატიათბილისის ზოოპარკი ასზე მეტ ახალ ცხოველს მიიღებს