საპარლამენტო თანამდებობებთან დაკავშირებით მმართველ გუნდში კონსულტაციები გრძელდება

საპარლამენტო თანამდებობებთან დაკავშირებით მმართველ გუნდში კონსულტაციები მიმდინარეობს.

როგორც პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, შესაძლოა, გადაწყვეტილებები აღნიშნულთან დაკავშირებით მომავალ სასესიო კვირაში იყოს მიღებული.

„კონსულტაციები დაწყებულია, გაგრძელდება და ალბათ, უახლოეს დღეებში გვექნება უკვე გარკვეული მონახაზი. ალბათ, სასურველია, უკვე მომდევნო პლენარულ კვირაში მივიღოთ გადაწყვეტილებები. მე არ დავიკავებ არც ერთ საპარლამენტო თანამდებობას. დაკავებული ვიქნები პარტიული საქმიანობით და შესაბამისად, ამ პროცესში ხელს შემიშლიდა რამე საპარლამენტო თანამდებობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიაქციაზე დაკავებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში საქართველოს ჰიმნს ასრულებენ
შემდეგი სტატია“ვერ წარმომიდგენია ამერიკელი პოლიციელი, რომელსაც ფარსა და თავში ურტყამენ, რაც ულვაშებიანმა ვაშაძემ გააკეთა”