საპარლამენტო თანამდებობების გაანაწილებასთან დაკავშირებით, განცხადებას ირაკლი კობახიძე გააკეთებს

საპარლამენტო თანამდებობების გაანაწილებასთან დაკავშირებით, შესაბამისს განცხადებას დღეს პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გააკეთებს.

როგორც ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გია ვოლსკიმ განაცხადა, პარლამენტის სპორტისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების თავმჯდომარეების კანდიდატურები დღის ბოლომდე დასახელდება.

“რაც შეეხება მანანა კობახიძის თემას, ეს საკითხი ყბადაღებული გახდა და დღის წესრიგიდან არ ჩამოდის. არავითარი წყენა არ არსებობს და მმართველ გუნდში დაპირისპირებას ადგილი არ აქვს”, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

banner
წინა სტატიაშიუახლოეს დღეებში, წვიმიანი ამინდი და შედარებით დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი
შემდეგი სტატიაკიევი თბილისის რეისი დღეს უკვე მეორედ გადაიდო