საპარლამენტო თანამდებობები გადანაწილებულია – პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა

პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულებულია – შეხვედრაზე საპარლამენტო თანამდებობები განიხილეს და აღნიშნულ საკითხზე გაფართოებულ შეხვედრაზე გრძელდება, რომელსაც უმრავლესობის წევრები ესწრებიან.

როგორც ცნობილია, საპარლამენტო თანამდებობები უკვე გადანაწილებულია. გარდა იმისა, რომ სხვადასხვა პოზიციებზე დასახელდნენ ახალი კანდიდატურები, რამდენიმე ძველმა სახემაც შეინარჩუნა პოზიცია.

შეხვედრის დაწყების წინ, ქართული ოცნების წევრმა მარიამ ჯაშმა განაცხადა, რომ მისი კანდიდატურა განიხილება განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე.

„საბოლოო გადაწყვეტილებას ჩვენ ერთად შევიტყობთ პოლიტსაბჭოს დასრულების და შესაბამის განცხადებების გაჟღერების შემდეგ. თუ კი იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული, ჩემთვის იქნება უაღრესად დიდი პატივი, რომ საქართველოში განათლების და კულტურის მიმართულებით, მქონდეს შესაძლებლობა ვუხელმძღვანელო საკანონმდებლო ინიციატივებს. ჩემთვის არ არის ცნობილი ალტერნატიული კანდიდატები, თუმცა ვერ გამოვრიცხავ, რომ ჩემი სხვა თანაგუნდელების კანდიდატურებიც იყოს განხილული,“ – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ასევე, ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ დაადასტურა, რომ ერთადერთი კანდიდატურა, რომელიც ჯანდაცვის კომიტეტის ახალ თავმჯდომარის პოსტზე განიხილება აკაკი ზოიძის კანდიდატურაა.

„მე აუცილებლად ვიქნები ისევ ჯანდაცვის კომიტეტში, მაგრამ კონკრეტულად რა თანამდებობაზე, ასმა მალე გაიგებთ,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

banner
წინა სტატიაშირიტუალური მკვლელობისთვის ბრალდებულ ხუთივე პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატიადღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იქნება