საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ევროპული პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპული პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე განხილული იყო ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების საკითხი.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ წევრის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ევროპარლამენტის წევრების მთავარი გზავნილი იყო, რომ ოპოზიცია სრულად უნდა შეუერთდეს ყველა ფორმატს, სადაც ხდება 12- პუნქტიან გეგმაზე მუშაობა.

„ერთადერთი სწორი გამოსავალია, რომ ოპოზიციამ „ქართულ ოცნებას“ არ მისცეს არგუმენტი ხელში, რომ შემდგომში ოპოზიცია დაადანაშაულოს 12 პუნქტის არ შესრულებაში. უნდა დავსხდეთ მაგიდასთან და ვიმუშაოთ ამ 12 პუნქტის შესრულებაზე და თუ ვიღაც არ შეასრულებს ამ პუნქტებს, ესეც გავხადოთ საჯარო და ვუთხრათ საზოგადოებას“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

საპარლამენტო ოპოზიციიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“, პოლიტიკური ჯგუფების – „„ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“, „მოქალაქეების“, „გირჩის“, „რეფორმების ჯგუფის“ და „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები, ასევე, უფრაქციო პარლამენტის წევრები.

banner
წინა სტატიაშიმნიშვნელოვანია, პარლამენტზე შეცდომაში შემყვანი განცხადებებით ხალხის ნდობა არ დავაზიანოთ – პაპუაშვილი ზურაბიშვილზე
შემდეგი სტატიაოსტინი – ახლა კონფლიქტის კრიტიკული ფაზაა, ჩვენი კოლექტიური მხარდაჭერა უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და სასწრაფოა