საპარლამენტო ოპოზიცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის ქონების კანონიერების შესწავლას ითხოვს

საპარლამენტო ოპოზიცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის ქონების კანონიერების შესწავლას ითხოვს. საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით დეპუტატებმა ხელმოწერები უკვე შეაგროვეს. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ შესაძლო კორუფციასთან დაკავშირებით ყველაზე მეტი კითხვა სწორედ ყოფილ პრემიერთან აქვთ.

“დღეს პარლამენტის ხელმძღვანელობა, პაპუაშვილი და ასე შემდეგ, “ქართული ოცნებიდან” ხვდებიან ევროპის უსაფრთხოებისა და პოლიტიკის კომიტეტის ელჩებს. ჩვენ სწორედ დღეს მოვითხოვთ საქართველოს პარლამენტში, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია ირაკლი ღარიბაშვილის ქონებასთან დაკავშირებით. შეგროვებული გვაქვს საკმარისი ხელმოწერები. სწორედ ამ ელჩებს უპასუხონ, მზად არიან თუ არა “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ისაუბრონ კორუფციის პრობლემებზე, რომლის აღმოფხვრის ვალდებულება ჩვენ ევროპის წინაშე გვაქვს აღებული. შეხვედრა იწყება მათთან უახლოეს საათებში. გვინდა მათ უპასუხონ, მზად არიან თუ არა ოპოზიციის ინიციატივაზე, ღარიბაშვილის ქონებასთან დაკავშირებით დაიწყოს პარლამენტში საკითხის განხილვა და საგამოძიებო კომისია შექიმას”, – თქვა დეპუტატმა თამარ კორძაიამ.

banner
წინა სტატიაშიქოჩორაშვილი ისეთი მაგარი კაცია, ისეთი პენალტი გაიტანა პოლიტიკაში აწი რაც არ უნდა გამაზოს მაინც გვეყვარება ყველა ქართველს – მდინარაძე
შემდეგი სტატიახელი მოეწერა შეთანხმებას “საქართველოსა და ჩინეთს მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ“