საპარლამენტო ოპოზიცია გაუარესებულ კრიმინოგენულ ვითარებაზე საუბრობს და შს მინისტრს ფრაქციაში იბარებს

ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება გაუარესებულია – სწორედ ამ ფაქტის გამო “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის მისვლას ფრაქციის ფორმატში ითხოვს. ამ საკითხს ოპოზიციური პარტია ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დააყენებს. კრიმინოგენული ვითარების გარდა “ნაციონალურ მოძრაობაში” თვლიან, რომ მინისტრმა უნდა უპასუხოს აფგან მუხთარლის საქართველოდან გატაცების შესახებ დღემდე პასუხგაუცემელ შეკითხვებს.

“შინაგან საქმეთა მინისტრს ვიბარებთ ფრაქციაში და არ იქნება საკმარისი რომ სადღაც უმრავლესობამ დაიბაროს, დაგვიძახოს და ერთი კითხვის დასმის შესაძლებლობა მოგვცეს. დავიცვათ კონსტიტუციური უფლებები,” – აცხადებს რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციოში დღეს დეკანოზ მამალაძის საქმეზე სხდომააა დანიშნული
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობა” თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის წინააღმდეგ მთავარ პროკურატურას განცხადებით მიმართავს