საპარლამენტო ოპოზიცია ევა გოცირიძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს

ევა გოცირიძის კანდიდატურას საპარლამენტო უმცირესობა მხარს არ დაუჭერს. მმართველმა გუნდმა ის ოფიციალურად დაასახელა და დღეიდან მისი კანდიდატურის განხილვა იწყება. ევა გოცირიძეს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ.

თუმცა, სანამ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი საპარლამენტო უმცირესობის კითხვებს უპასუხებს, ოპოზიციას უკვე აქვს მასთან მიმართებაში გადაწყვეტილება მიღებული.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი განმარტავს, მისი კვალიფიკაცია დაწუნებული იქნა ევროპის სასამართლოს მიერ, შესაბამისად პარტია ამ კანდიდატს მხარს არ დაუჭერს.

„ჩვენ ამ კანდიდატს მხარს ვერ დავუჭერთ და მიგვაჩნია, რომ მისი დანიშვნა საკონსტიტუციო სასამართლოში იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი ამ ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო ორგანოს დაკნინების გზაზე,“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

 

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე – ცვლილებების მიზანი მთავრობის მაქსიმალური ეფექტიანობაა
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი: „აბრეშუმის გზა არ ჩაანაცვლებს ყარსი-ახალქალაქის რკინიგზას“