საპარლამენტო მუდმივმოქმედი დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად სტრასბურგში გაემგზავრება

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, 9-13 ოქტომბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს.
საშემოდგომო სესიაზე სიტყვით გამოვლენ ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი მილოშ ზემანი და უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო.
საპარლამენტო ასამბლეა კენჭს უყრის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლის არჩევის მიზნით საქართველოდან წარდგენილ კანდიდატებს.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატებად საქართველოდან წარდგენილი არიან: ლადო ჭანტურია, ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა.
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები, საშემოდგომო სესიის ფარგლებში, მონაწილეობას მიიღებენ საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტების სხდომებში.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის მუშაობაში მონაწილეობას თამარ ჩუგოშვილთან ერთად, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები: სოფიო ქაცარავა, ირინე ფრუიძე, ეკა ბესელია, ნინო გოგუაძე, ზვიად კვაჭანტირაძე და გიორგი კანდელაკი მიიღებენ.

banner
წინა სტატიაშიევროკომისარი ევროკავშირის ბაზარზე ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის ზრდით კმაყოფილია
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის შეთავაზება ჩიხიდან გამოსვლის შესაძლებლობას იძლევა – არასამთავრობოების განცხადება