საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში, ნდობის ჯგუფი ოპერატიულ ტექნიკურ სააგენტოს საქმიანობას გაეცნო

პარლამენტის ნდობის ჯგუფი, საზედამხედველო უფლებამოსილების ფარგლებში, პარლამენტის ნდობის ჯგუფი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ ოპერატიულ ტექნიკურ სააგენტოს ეწვია. სააგენტოს ხელმძღვანელმა, დეპუტატებს სააგენტოს ფუნქცია მოვალეობების შესახებ ინფორმაცია გააცნო. განხორციელდა ფარული მეთვალყურეობის სისტემის ტექნიკური კონტროლი. ნდობის ჯგუფის წევრებმა, სააგენტოს წარმომადგენლებისგან გასული წლის ანგარიში მოისმინეს. სააგენტოს ხელმძღვანელმა მათ სამომავლო გეგმები და მიზნები გააცნო.
„ჩვენ ადგილზე გავეცანით სააგენტოს საქმიანობის სპეციფიკას, ასევე შიდა ნორმატიულ აქტებს, რომლებიც არეგულირებენ ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებების განხორციელებას, მოპოვებული ინფორმაციის დამუშავებას, მათ გაცნობას, გაცემას და განადგურებას. ჩვენ ასევე დავათვალიერეთ მატერიალურ ტექნიკური ბაზა და ტექნიკური შესაძლებლობები რომლის საშუალებითაც სააგენტო ახორციელებს მისი მანდატით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს, მათ შორის კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ოპერატიულ ტექნიკურ და ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებებს, ასევე, სტრატეგიული და ინდივიდუალური მონიტორინგის ღონისძიებებს.
ჩვენ ვნახეთ პრაქტიკაში როგორ მუშაობს კონტროლის ელექტრონული სისტემა, მათ შორის ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებების შეჩერების მექანიზმი, შესაბამისი საფუძვლების არარსებობის შემთხვევაში. უნდა ითქვას, რომ ოპერატიულ ტექნიკური სააგენტოს საქმიანობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და მისი ეფექტიანი ფუნქციონირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორც მართლწესრიგის, ასევე ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის“ – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ.
ნდობის ჯგუფი, ოპერატიულ ტექნიკური სააგენტოს შემოწმებას, „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სისტემატურად ახორციელებს. ნდობის ჯგუფი უფლებამოსილია სააგენტოს წარუდგინოს რეკომენდაციები სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით.
ამავე კანონის თანახმად, სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო ნდობის ჯგუფს ყოველწლიურად წარუდგენს მის მიერ გაწეული საქმიანობის სტატისტიკურ და განზოგადებულ ანგარიშს.

banner
წინა სტატიაშიავარია თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე – ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
შემდეგი სტატიაEPP: ვადამდელი არჩევნები და დიალოგი უნდა იყოს განხილული მდომარეობიდან გამოსვლის გზად