საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, კიევში იმყოფება

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, კიევში იმყოფება.

როგორც საქართველოს პირველი არხის კორესპონდენტი კიევიდან იუწყება, დელეგაციის წევრები პირველ შეხვედრას რადაში გამართავენ.

საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში გუშინ გაემგზავრა. დელეგაციაში არიან საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერები – დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ლევან იოსელიანი. ასევე, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი, „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი, „რესპუბლიკელი“ ხათუნა სამნიძე და პარტია „საქართველოსთვის“ წევრი -გიორგი ხოჯევანიშვილი.

banner
წინა სტატიაშიიერუსალიმში, პალესტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის შეტაკების შედეგად 150-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, 400-ზე მეტი დაკავებულია
შემდეგი სტატიარუსთავში 9 და 11 წლის ბავშვებმა მანქანა მოიპარეს და ორ ავტომობილს შეეჯახნენ