საპარლამენტო დელეგაცია ინდონეზიის რესპუბლიკას ეწვევა

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 1- 2 დეკემბერს, ოფიციალური ვიზიტით, ინდონეზიის რესპუბლიკის დედაქალაქს ეწვევა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯაკარტაში ქართველი კანონმდებლები ინდონეზიის რესპუბლიკის სახალხო სათათბირო ასამბლეის თავმჯდომარეს და ქვეყნის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერს შეხვდებიან. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრას ქვეყნის ვიცე პრეზიდენტთან და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოების ასოციაციის გენერალურ მდივანთან გამართავს.
ოფიციალური შეხვედრების პარალელურად, ქართველი კანონმდებლები ინდონეზიის ეროვნულ მუზეუმს, ტრადიციული ხელნაკეთი ნივთების ცენტრს და ჯაკარტის მეჩეთს დაათვალიერებენ.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს საელჩოსა და ადგილობრივ მედიის წარმომადგენლებთან.

banner
წინა სტატიაშიევროკომისიის ახალგაზრდული პროგრამის ფარგლებში კონფლიქტების თემაზე საერთაშორისო ტრენინგი გაიმართება
შემდეგი სტატიარუსეთში სოროსის ფონდი “არასასურველად” აღიარეს