საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტიდან საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის გამოწვევას ითხოვს

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტიდან საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის გამოწვევას ითხოვს. საგანგებო, ერთობლივი განცხადება ოპოზიციის წარმომადგენლებმა ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთეს.

“ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა განსხვავებული მსოფლმხედველობის პარტიები ერთ პოზიციაზე ვდგავართ. დღეს არაერთხელ მოვისმინეთ, რომ დგება კონსტიტუციის ლეგიტიმაციის საკითხი, ამიტომ დავიწყებთ მუშაობას პროცედურებზე, თუ როგორ მოხდება პარლამენტიდან ცვლილებათა პაკეტის გამოთხოვა. ჩვენ მზად ვართ ხელისუფლებასთან დიალოგისთვის, მზად ვართ ყველაფერი დავიწყოთ ნულიდან”,-განაცხადა ირმა ინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირუს ტურისტს აფხაზეთიდან რადიოაქტიური საათი გადაჰქონდათ
შემდეგი სტატიარუსული ჯგუფის Иванушки International ყოფილი წევრი ოლეგ იაკოვლევი გარდაიცვალა