ანტიდასავლური განცხადებებით ცნობილი, “ხალხის ძალა” 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის “ქართული ოცნების” სიაში იქნება. აღნიშნული გუშინ, 16 ივლისს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დაადასტურა.
პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი მიიჩნევს, რომ გაერთიანება გასაკვირი არაა, რადგან “ქართული ოცნება” და “ხალხის ძალა” ამ ეტაპზეც ერთად არიან საპარლამენტო უმრავლესობაში.
“ხალხის ძალა” და “ქართული ოცნება” დღესაც საპარლამენტო უმრავლესობაში ვართ ერთად, ჩვენ ერთად ვფიქრობთ ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე. გარდა იმისა, რომ ვართ თანამებრძოლები, ვართ მეგობრებიც და არავისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, თუ ერთიან პარტიულ სიაში ვიქნებით და ეს მხოლოდ სასიკეთო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, რითაც გამოირჩევა “ქართული ოცნება” და “ხალხის ძალაც”, ეს არის გულწრფელობა და გამჭვირვალობა ჩვენი საზოგადოების მიმართ”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ივანიშვილის პროექტი ჩავარდა, რადგან “ხალხის ძალას” 5%-იანი ბარიერის დამოუკიდებლად ვერ გადალახავს და ახლა ამ ფორმით სურთ პარტიის წევრები პარლამენტში შეიყვანონ.