საპარლამენტო არჩევნებში “თავისუფალ დემოკრატების” გამარჯვება გარდაუვალია

დღეს “თავისუფალი დემოკრატები” წარმოვადგენთ ყველაზე მდიდარ ორგანიზაციას ადამიანური რესურსით, იდეობრივად და რაც ყველაზე მთავარია, ერთგულებით და პრინციპებისა და ღირებულებების თანმიმდევრული დაცვით.

აღნიშნული განცხადება “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ პარტიის თბილისის საქალაქო ორგანიზაციის კონფერენციაზე გააკეთა.

“სწორედ გაუტეხელობა, უკომპრომისობა, ჯიუტი ოპტიმიზმი არის საფუძველი, რაზეც “თავისუფალი დემოკრატები” საკუთარ პარტიასაც და საკუთარ თავსაც საზოგადოებაში გამოკვეთილად ვხედავთ. ჩვენი ამოცანაა ავამოქმედოთ ყველა მიძინებული პოტენციალი. ჩვენი ამოცანაა, მოვიხმოთ და გავაძლიეროთ ყველა რესურსი, გამოვიყენოთ ის გამოუყენებელი შესაძლებლობები, რომელიც დღეს უქმად არის ჩვენი ხელისუფლების დაუგეგმავი, არათანმიმდევრული, გულგრილი დამოკიდებულების გამო”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მისი თქმით, “თავისუფალ დემოკრატებს” წინ ვერაფერი დაუდგება და საპარლამენტო არჩევნებში მათი გამარჯვება გარდაუვალია. “დღეს “თავისუფალი დემოკრატების” გამარჯვების დროა და ერთადერთი, რაც გამარჯვებისთვის გვჭირდება, დაუღალავი შრომაა ხალხთან ერთად. დარწმუნებული ვარ, 2016 წელს ჩვენ საქართველოს პარლამენტში გამარჯვებით შევალთ”, – მიმართა დელეგატებს ირაკლი ალასანიამ.

banner
წინა სტატიაში,, ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით ხელისუფლებაში”
შემდეგი სტატიასაპატრიარქო შსს ერთსქესიანთა ქორწინების დამკანონებლის მსურველის დროულად დაცვას სთხოვს