“საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა იქნება”

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა იქნება.

“თუ არსებული ტენდენცია შენარჩუნდა, „ქართული ოცნებისთვის“ მხარდაჭერის დონის შემცირებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ უმეტესად, სტაგნაციური მხარდაჭერის ფონზე, არჩევნების მთავარი ბენეფიციარები შესაძლოა, არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები აღმოჩნდნენ.

ამ პარტიებში არიან პრორუსული და ანტიდასავლური ჯგუფები, რომლებსაც აქვთ პოტენციალი, ფუნდამენტურად შეცვალონ ქართული პოლიტიკა, თუმცა არ მიიღებენ საკმარის მხარდაჭერას ძალაუფლების მოსაპოვებლად”.

banner
წინა სტატიაშიFreedom House – საქართველოში დემოკრატიის დონე გაუმჯობესდა
შემდეგი სტატია“ვერ გაავრცელებენ ვერაფერს, რაც ოდნავ მაინც გამინელებს ბიძინას და რუსების ატირების ჟინს, დამირღვევს ოჯახურ იდილიას”