21.6 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

“საფარი”: შვილზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ მამას სასამართლომ 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა

ორგანიზაცია „საფარის“ ინფორმაციით, სასამართლომ სრულად გაიზიარა წარდგენილი მტკიცებულებები და საკუთარ შვილზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ მამას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლო გადაწყვეტილება 2026 წლის 6 ივლისს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 141-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე (ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედება) იქნა მიღებული.

ორგანიზაციის განცხადებით, დაზარალებულმა „საფარს“ დახმარებისთვის 2026 წლის დასაწყისში მიმართა:

ფაქტები 6 წლის წინ ხდებოდა, როდესაც დაზარალებული არასრულწლოვანი იყო.

მას შემდეგ, რაც გოგონა კვლავ დადგა საფრთხის წინაშე და მამამ მასზე ძალადობა სხვა ფორმით განაგრძო, ის სახლიდან გამოიქცა და დახმარება უკვე სრულწლოვანმა ითხოვა.

„საქმეში საფარის იურისტი მარი ვარამაშვილი ჩაერთო. მან დაზარალებულთან ერთად დაუყოვნებლივ მიმართა პოლიციას. მისი ჩართულობით გამოძიებამ გოგოს მიმართ წლების განმავლობაში განხორციელებული ძალადობის დამადასტურებელი ყველა შესაძლო მტკიცებულება მოიპოვა“, — ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ბრალდებული მამა სამართალდამცავებმა პოლიციისთვის მიმართვიდან მალევე დააკავეს. სასამართლომ დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაცია და გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებები სრულად გაიზიარა, რის საფუძველზეც მსჯავრდებულს სასჯელის სახით 8 წლით პატიმრობა განესაზღვრა.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: ბაჩო ახალაია რეჟიმის ახალი მძევალია — სოლიდარობა ბაჩოს და მის ოჯახს
შემდეგი სტატიასომხეთში გაგიკ წარუკიანის საქმეზე 70-ზე მეტ ლოკაციაზე ჩხრეკა მიმდინარეობს