საოპერო მომღერლის ფარული პოლიტკური სტრატეგია

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 30, 2016 23:21

საოპერო მომღერლის ფარული პოლიტკური სტრატეგია

მივმართავ თხოვნით ყველას გადაიდოს სასამართლო პროცესი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულებამდე"- პაატა ბურჭულაძე რუსთავი 2-ის საქმეზეპაატა ბურჭულაძე საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება?

 

იმაზე ლაპარაკი, როგორ განვითარდება კოალიციაში მოვლენები, ალბათ, ცოტა არასერიოზულია, რადგან ყველა, ვინც პოლიტიკაში ზერელედ მაინც ერკვევა, ხვდება, რომ მმართველი გუნდის ერთიანობა, პრინციპში აღარ არსებობს, რაც ყველზე ცუდი, როგორც ანალიტიკოსები „თაიმერთან“ პრივატული საუბრის დროს ამბობენ, პირველ რიგში, ხელისუფლებისთვის არის. აქედან გამომდინარე, ალბათ, ყველაზე საინტერესო ისაა, თუ როგორ გადანაწილდება პოლიტიკური სპექტრი და პოლიტიკურ ორბიტაზე ახალი მოთამაშეები გამოჩნდებიან თუ არა. ჩვენი ერთ-ერთი წყარო, რომელიც ტრადიციას არც ამჯერად ღალატობს და ვინაობას არ ამხელს, აღნიშნავს, რომ პატარ-პატარა პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენას უნდა ველოდოთ, თუმცა ეს საერთო სურთზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს.

 

„თვალნათელია, რომ 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებში რამდენიმე ძირითადი მოთამაშე იქნება. ახლა, ვინმეს აწყობს თუ არა, ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ოქტომბრამდე არსად გაქრება და, შესაბამისად, არჩევნებშიც მიიღებს მონაწილეობას, სხვა საქმეა, მას ხალხი მხარს დაუჭერს თუ არა. ასევე, არჩევნებს არ გამოეთიშება ირაკლი ალასანიას „თავისუფალი დემოკრატები“. „რესპებიც“, დარჩებიან თუ არა კოალიციაში, არჩევნებზე უეჭველი გამოვლენ. იგივე შემიძლია ვთქვა „ეროვულ ფორუმზე“.

 

წლევანდელი არჩევნები „პატრიოტთა ალიანსისთვის“ პირველი საპარლამენტო არჩევნები იქნება, მაგრამ ვგონებ, გარკვეულ შედეგს „დადებს“, ანუ იმას ვგულისხმობ, რომ საარჩევნო ბარიერს გადალახავს და ახალ პარლამენტში ფრაქცია ექნება.

 

ფრაქციისთვის საჭირო ხმებს, სავარაუდოდ, ნინო ბურჯანაძეც მოაგროვებს.

 

არ გამოვრიცხავ, რომ სხვა პატარ-პატარა პარტიებმა და ასეთები კი, როგორც წესი, პროდასავლური ორიენტაციისანი არიან, არჩევნების წინ ერთანი გადაწყვეტილება მიიღონ და მხარი არა „ნაცმოძრაობას“, არამედ, „თავისუფალ დემოკრატებს“ დაუჭირონ. ამ მხრივ კონკურენცია იმ შემთხვევაში გაიზრდება, თუ „რესპუბლიკელები“ არჩევნებზე დამოუკიდებლად გამოვლენ.

 

რაც შეეხება პარტია „ქართულ ოცნებას“, მართალია, ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ეს პოლიტიკური გაერთიანება კლასიკურ პარტიად ვერ ჩამოყალიბდა, მაგრამ მას თავისი ელექტორატი ჰყავს, შესაბამისად, მგონია, რომ პარლამენტში ყველაზე სოლიდურად იქნება წარმოდგენილი, თუმცა იმას არ ვამბობ, რომ უმრავლესობის შესაქმნელად საჭირო ხმებს მოაგრვებს, ანუ ჩემი და არა მარტო ჩემი გათვლებით, მომავალი პარლამენტი ჭრელი იქნებდა და სხვადასხვა საკითხზე თემატური უმრავლესობა შედეგბა ხოლმე,“ – ამბობს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო.

 

„თაიმერი“ დაინტერესდა, იცის თუ არა რამე გავრცელებულ ხმებზე, რომ ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის შექმნას, ან პარტია „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნებას აპირებს, მაგრამ ჩვენმა წყარომ ამ თემაზე საუბარს თავი აარიდა. სამაგიეროდ, საინტერესო ვარაუდი გამოთქვა, ანუ როგორც წყარო ამბობს, არ ელოდება, რომ ამ არჩევნებზე პაატა ბურჭულაძის მიერ დაფუძნებული „საქართველოს განვითარების ფონდი“ პოლიტიკურ ბატალიებში ჩაერთვება, თუმცა მისივე თქმით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საოპერო მომღერლის გუნდი პოლიტიკისგან შორს იქნება.

 

„არ ვიცი, შეიძლება, რამე შეიცვალოს, მაგრამ დღევანდელი მონაცემებით, ბურჭულაძის ფონდი პარტიად არ გადაკეთდება, თუმცა როგორც მე გავიგე, არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთ რაიონში ამ ფონდმა მხარი მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს. ამას ჰაერზე არ ვამბობ. ბუნებრვია კონკრეტულ გვარებს არ გეტყვით, მაგრამ როგორც ვიცი, ვიღაც-ვიღაცებმა ასეთი შეთავაზება უკვე მიიღეს, თუმცა ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული,“ – აღნიშნავს ინკოგნიტო რესპოდენტი.

 

„თაიმერმა“ გაიხსენა, რომ ბურჭულაძის ფონდი თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით შტაბებს ხსნის და ინკოგნიტო რესპოდეტს ჩაეკითხა, თუ პარტიად ტრასფორმაციას არ გეგმავს, ამ შტაბების გახსნის მიზანი რა უნდა იყოს? ამ კითხვაზე ჩვენმა წყარომ კითხვითვე გვიპასუხა:

 

„- თქვენ გგონიათ, რომ ყველაფერი წელს, ოქტომბერში მთავრდება?“

 

„- არა, ასე არ გვგონია.“

 

„მართალია, მიშას მიერ განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, პრეზიდენტობა, პრინციპში, ფორმალური თანამდებობაა და მარტო საგარეო ურთიერთობები ეხება, მაგრამ ხომ აგიხსენით, რომ ახალ პარლამენტში უმრავლესობა, ალბათ, არც ერთ პოლიტიკურ გუნდს არ ექნება და სხვადასხვა თემაზე თემატური ერთობა შედგება. ასე რომ, არ გამოვრიცხავ, თემატური ერთობა მორიგ საკონსტიტუციო ცვლილებებზეც შედგეს და პრეზიდენტს ძველი უფლება-მოსილება აღუდგეს. აი, თუ ასე მოხდა, მერე დაიწყება თუ დაიწყება – იმდენი პრეზიდენტობის კანდიდატი გამოჩნდება, რომ თავზე ამდენი თმა არც თქვენ გაქვთ და არც – მე.

 

ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე პრეზიდენტობის ერთ-ერთი წონიანი და გავლენიანი კანდიდატი სწორედ პაატა ბურჭულაძე იქნება. მის მიერ დაარსებული ფონდის მთავარი სამიზნეც სწორედ საპრეზიდენტო არჩევნებია და არა – წლევანდელი საპარლამენტო კენჭისყრა,“ – აღნიშნავს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 30, 2016 23:21

Google სტატისტიკა


2,765
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics