საოპერაციოში შეყვანამდე ერთადერთი რაც იკითხა, ჩემი შვილი ხომ ჯანმრთელად არისო?

შეყვანამდე მოვასწარით, ერთადერთი რაც იკითხა ჩემი შვილი ხომ ჯანმრთელად არისო? – აცხადებს ვეტერანთა კავშირის წარმომადგენელი და აფხაზეთის ომის ვეტერანი მალხაზ თოფურია, რომელმაც დოდო გუგეშაშვილი საოპერაციოში შეყვანამდე ნახა. თოფურიას განცხადებით, გუგეშაშვილმა არ იცის, რომ მისი შვილი თავდასხმის შედეგად დაიღუპა. თოფურია ადასტურებს, რომ კლინიკაში მიყვანისას გუგეშაშვიოლი გონებაზე იყო და ლაპარაკიც შეეძლო, თუმცა თოფურიას თქმით, მისთვის უცნობია მართლაც დაუსახელა თუ არა გუგეშაშვილმა პოლიციას თავდამსხმელის ვინაობა:
“ჯერ არ აქვს ინფორმაცია ამ უბედურებაზე …ჩვენ დავუდასტურეთ რომ კარგად არის და ლაპარაკის საშუალება და სხვა რაღაცა გვეკითხა, ჩვენთვის უკვე შეუძებელი იყო” განაცხადა მალხაზ თოფურიამ.
დოდო გუგეშაშვილმა საოპერაციოში შეყვანამდე სამართალდამცველებს თავდამსხმელის ვინაობა დაუსახელა. ჯერჯერობით ეს ინფორმაცია შსს-ს არ დაუდასტურებია.

banner
წინა სტატიაშიფიზიკურ პირებს სუნელებისა და სანელებლების წარმოება-რეალიზაცია ეკრძალებათ
შემდეგი სტატიაჯეოსელი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს