უმაღლეს რადაში სამუშაო ჯგუფი იქმნება, რომელიც განიხილავს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების შესაძლო ჩატარების საკითხს საომარი მდგომარეობის დროს, – ამის შესახებ ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია ტელეგრამ არხზე წერს.
მისივე ინფორმაციით, “შეხვედრის თარიღი და დრო მალე გამოცხადდება“.
“წინასწარი შეთანხმების თანახმად, უმაღლეს რადაში იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც განიხილავს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების შესაძლო ჩატარების საკითხს საომარი მდგომარეობის დროს. განხილვა გაიმართება რადას სახელმწიფო ხელისუფლების ორგანიზაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის, რეგიონული განვითარებისა და ურბანული დაგეგმარების შესაბამისი კომიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ყველა საპარლამენტო ფრაქციისა და ჯგუფის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ასევე საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრის თარიღი და დრო მალე გამოცხადდება. მოწვეულნი იქნებიან მედიის წარმომადგენლებიც”, – წერს არხზე ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია.














