საომარი მოქმედებები რუსეთის ტერიტორიაზე ინაცვლებს

საომარი მოქმედებები რუსეთის ტერიტორიაზე ინაცვლებს – რამდენიმე წუთის წინ, კურსკის ოლქის გუბერნატორმა დაადსტურა, რომ უკრაინული დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფები სოფელ ტეტკინოს მახლობლად რეგიონის ტერიტორიაზე შეღწევას აქტიურად ცდილობენ.

რომან სტაროვოიტი ირწმუნება, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინელ მებრძოლებს არ მისცემენ იმის საშუალებას, რომ რეგიონში შეაღწიონ და ქალაქი აიღონ.

გუბერნატორი ამბობს, რომ ტეტკინო უკვე მესამე დღეა თავდასხმის ქვეშაა. უკრაინის მხრიდან რუსეთში შეიარაღებული დაჯგუფებები 12 მარტს შეიჭრნენ.

ამავდროულად, უკრაინის მხრიდან შეტევა ბელგოროდისა და კურსკის ოლქებზეც გრძელდება. ბელგოროდის მერმა, ვალენტინ დემიდოვმა დღეს განაცხადა, რომ ქალაქის დაცხრილვის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 4 დაშავდა. ასევე დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი კორპუსები.

კიევში აცხადებენ, რომ რუსეთის ამ რეგიონებში რუსი მოხალისეების ჯგუფები დამოუკიდებლად მოქმედებენ. მათ შორის, ერთ-ერთმა ასეთმა ჯგუფმა, “რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა”, ბელგოროდის და კურსკის მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდა.

banner
წინა სტატიაშივახტანგ ყოლბაიამ და ლერი ხაბილოვმა ოლიმპიურ კომიტეტში ჟიული შარტავას სახელობის მემორიალი გახსნეს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე მამუკა ხაზარაძის დაპირებაზე: აიბლანდნენ ერთმანეთში, არასერიოზული პარტიაა და მათი განცხადებებიც საფუძველს მოკლებულია