საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ სხდომა დასრულებულად გამოაცხადა და დარბაზი დატოვა

ზუგდიდში, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ სხდომა დასრულებულად გამოაცხადა და დარბაზი დატოვა. კომისიაში კი ხმაური გრძელდება.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს არ მისცეს საშუალება სხდომაზე ეჩვენებინათ ის მოპოვებული ფოტო და ვიდეო მტკიცებულებები, რომელშიც ასახულია, რომ კომისიიდან გატანილი სიები და ბეჭდები კონკრეტულ პირებს სახლში ჰქონდათ.

მირანდა მესხმა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს არ მისცა საშუალება ეს საკითხი განხილვაზე დამდგარიყო.

ასევე ოპოზიცია ითხოვდა კენჭისყრაზე დამდგარიყო მირანდა მესხის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი, თუმცა თავმჯდომარემ სხდომა ისე დაასრულა, რომ ოპოზციის არცერთი მოთხოვნა არ გაითვალისწინა.

banner
წინა სტატიაშისარეგისტრაციო ბეჭდები, სიები, ჰქონდათ სახლში, კანონია დარღვეული – ოპოზიცია
შემდეგი სტატიათამარ ჩუგოშვილი : მაისის ბოლო პარასკევი ინტერპელაციის დღეა და ოპოზიციას შეუძლია ნებისმიერი პირი, მათ შორის პრემიერი დაიბაროს