“საოლქო საარჩევნო კომისიიდან სამაგიდო სიები ამოიღეს და სუს-ში წაიღეს” – ოპოზიციის ინფორმაციით, ხელისუფლება არჩევნების მეორე ტურის გაყალბებისთვის ემზადება

გაერთიანებული ოპოზიციის ინფორმაციით, ნაცვლად იმისა, რომ ამომრჩეველთა სიები ყოფილიყო დალუქული და შემდეგ უკვე განადგურებული, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს, ლუქები გახსნილია და სიები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშია გადატანილი.
როგორც გრიგოლ ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელომა, გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, მათ აქვთ ვიდეო და ფოტო მტკიცებულებები, რომ “ქართული ოცნება” არჩევნების გაყალბებითაა დაკავებული.
ჩვენ მიერ გამოვლენილა კიდევე ერთი დანაშაულებრივი ქმედება დამარცხებული „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომელსაც არჩევნების გაყალბების მიზნით ახორციელებს. ამ შემთხვევაში სამაგიდო სიები, რომელიც უნდა იყოს დალუქული, მოთავსებულია შემდგომ უნდა განადგურდეს, რადგან პერსონალურ მონაცემებს შეიცავს, ყველა საოლქო საარჩევნო კომისიიდან ამოიღეს, ჩვენი ინფორმაციით სუს-ში წაიღეს მაქინაციების ჩასატარებლად. ჩვენ გვაქვს დამადასტურებელი ვიდეო, აუდიო, ფოტომასალა იმასთან დაკავშირებით, რომ გახსნილია სამაგიდო სიები, მაგალითად კრწანისის საარჩევნო ოლქში. ჩვენ აღვკვეთთ არჩევნების გაყალბების ყველა შესაძლო მექანიზმს, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს,“- განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიდემოკრატებიდან ჯო ბაიდენი პრეზიდენტობის ფავორიტი პოტენციური კანდიდატია
შემდეგი სტატიააკაკი ზოიძე : შეიძლება შეცდომები იყო, მაგრამ იდეალური კანდიდატი გვყავს