საოლქო კომისიებთან ისევ მწვავე დაპირისპირებაა – ოპოზიციას პოლიცია ადმინისტრაციულ შენობებში არ უშვებს

მთაწმინდის საოლქო კომისიასთან ოპოზიციის წარმომადგენლებს კომისიებში, სხდომაზე ისევ არ უშვებენ- ადგილზე დაპირისპირებაა.

საოლქო კომისიასთან ოპოზიციის ლიდერებიც იმყოფებიან.

იგივე ვითარებაა დედაქალაქის სხვა საოლქო კომისიებთანაც, სადაც პოლიციის განსაკუთრებული მობილიზაციაა, ოპოზიციის წევრებსა და მოქალაქეებს კი ადმინისტრაციულ შენობებთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ.

აქტივისტები ადგილზე საყვირებითა და პლაკატებით არიან მისულები და გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ, ისინი იმ საჩივრების დაკმაყოფილებას მოითხოვენ, რომლებიც ხმების დათვლის შემდეგ დაიწერა.

პოლიცია საოლქო კომისიებში არ უშვებს არც იმ პირებს, ვისაც ცესკოს ე.წ. ბეიჯი აქვს და უფლება აქვს სხდომებს დაესწროს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ბარამიძე – ამოიღეთ, რას ლარაკობდა ლუკაშენკო და დაადეთ კალაძის, კობახიძის ლაპარაკს – ნახავთ მსგავსებას, როგორი ცუდია ოპოზიცია და ისინი როგორი კარგები და ფუშფუშები არიან
შემდეგი სტატიაზვიად კუპრავა საოლქო კომისიასთან გამართული აქციიდან პოლიციის მანქანით გაიყვანეს