საოკუპაციო საზღვრის გახსნის მოთხვნით, ენგურის ხიდზე ენმ-ს წევრებმა საპტოტესტო აქცია გამართეს

საოკუპაციო საზღვრის გახსნის მოთხვნით, ენგურის ხიდზე ენმ-ს წევრებმა საპტოტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეების თქმით, ერთი წელი გავიდა რაც ოკუპირებული ტერიტორიების დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი საოკუპაციო საზღვარი ჩაკეტილია და იქ მცხოვრები მოქალაქეები ელემენტალური პირობების გარეშე არიან დარჩენილები, ხელისულება კი კვლავ იტყუება და აღნიშნული საკითხის მოგვარებისთვის ქმედით ნაბიჯებს არ დგამს.
,, 11 თებერვალს გამოაცხადეს, რომ თითქოს ე.წ. საზღვარი გახსნეს- შემდეგ ვნახეთ რომ ეს არის ტყუილი.შეიძლება თამამად ითქვას, რომ ხელისუფლებას არ ადარდებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საკუთარი მოქალაქეები.ვითხოვთ გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები პრობლემის მოგვარებისთვის,”- განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
შეგახსენებთ,რომ ენგურის ხიდი პანდემიის მიზეზით, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ 2020 წლის 14 მარტს ჩაკეტა. ამ ხნის მანძილზე ხიდი რამდენჯერმე მხოლოდ ცალმხრივად გაიხსნა და დაიხურა.

დე ფაქტო ხელისუფლება გამონაკლისის სახით საოკუპაციო ხაზზე მხოლოდ ავადმყოფებს და “ენგურჰესის” თანამშრომლებს ატარებს.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიზუგდიდში სუპერმარკეტი “ლიბრე” დააყაჩაღეს
შემდეგი სტატიანანა ფიფია: “ვინ ხარ? ხან მუზეუმს მიკეტავ, ხან სვეტიცხოველს!”