საოკუპაციო რეჟიმმა ნიქოზთან დაკავებული საქართველოს მოქალაქეები გაათავისუფლა

საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ ნიქოზთან დაკავებული საქართველოს მოქალაქეები გაათავისუფლა.

ნუგზარ მჭედლიძემ და გაბრიელ მელანაშვილმა ოკუპირებული ცხინვალი სასამართლო პროცესის შემდეგ დატოვეს.

გათავისუფლებულები ქართველ სამართალდამცავებს უკვე გადასცეს და მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის დეპარტამენტში დაკითხავენ.

ნუგზარ მჭედლიძე და გაბრიელ მელანაშვილი რუსმა სამხედროებმა გუშინ დააკავეს. ისინი ნიქოზის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

banner
წინა სტატიაშინომერ პირველი არის ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა და ის, რომ ეკონომიკა საჭიროებს დღეს მეტ ელექტროენერგიას
შემდეგი სტატიათბილისის მეტროპოლიტენში შეფერხებაა, მგზავრებს „ვაგზლის მოედნის“ დატოვება მოსთხოვეს