საოკუპაციო რეჟიმმა მაია ოთინაშვილი გაათავისუფლა

საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული 37 წლის ქალი – მაია ოთინაშვილი გაათავისუფლეს. როგორც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების კომიტეტი იუწყება, საქართველოს მოქალაქეს ერთწლიანი პირობით სასჯელი დაეკისრა.
დეფაქტო უწყებაში ირწუნებიან, რომ ოთინაშვილმა საპატიმრო უკვე დატოვა და ის ქართულ მხარეს გადაეხა.
საქართველოს მოქალაქე მაია ოთინაშვილი 29 სექტემბერს დილით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, საკუთარი ბაღიდან ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით გაიტაცეს. საოკუპაციო რეჟიმი მას ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავება და ერთთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

banner
წინა სტატიაშიჩხარტიშვილი “რუსთავი2”-ის და “იბერიას” წინააღმდეგ – სარჩელი ლონდონის სასამართლოში შევა
შემდეგი სტატიათამარ ჩუგოშვილი: ძალიან ბევრი ვალდებულება აქვს რუსეთს, რომლის შესრულება ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია