საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული მირიან თაზიაშვილი გაათავისუფლეს

მიმდინარე წლის 20 ნოემბერს, საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული
მირიან თაზიაშვილი გაათავისუფლეს. ის რამდენიმე საათის
წინ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს გადმოსცეს.

20 ნოემბერს, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის
სოფელ ზარდიანთკარის მიმდებარედ არსებულ ოკუპირებულ
ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქე, მირიან თაზიაშვილი უკანონოდ დააკავეს.
უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, მყისიერად გააქტიურდა ცხელი ხაზი
და ინფორმირებულ იქნა ევროკავშირის სადამკვირვებლო
მისია.
მომხდარის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების
თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
ე.წ. აღკვეთის ღონისძიების სახით, მას 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა
ჰქონდა შეფარდებული, თუმცა ,,ცხელი ხაზით’’ კომუნიკაციის, ასევე
სხვა საერთაშორისო პარტნიორების დახმარებითა და სახელმწიფოს ხელთ არსებული
ინსტრუმენტების აქტიური გამოყენების შედეგად, მ.წ. 22
დეკემბერს, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დაკავებული
მირიან თაზიაშვილი გაათავისუფლეს.

banner
წინა სტატიაშიმათიკაშვილი – კრიმინოგენული სიტუაციის ზრდას ადგილი არ აქვს
შემდეგი სტატიაჰანს კლუგე გიორგი გახარიას კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირებასა და საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის პროცესში ლიდერობისთვის მადლობას უხდის