საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს დღეს გაათავისუფლებენ

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს ამავე მუნიციპალიტეტის, სოფელ ზერტის მაცხოვრებელი.
უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, მყისიერად გააქტიურდა ცხელი ხაზი. მომხდარის შესახებ ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებული არიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ამოქმედდა ყველა შესაბამისი მექანიზმი.
უკანონო პატიმრობაში მყოფი პირის გათავისუფლება, დღეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ უახლოეს პერიოდში მოხდება.

banner
წინა სტატიაშიგუშინ შევთანხმდით, რომ არ არსებობს წინაპირობები და წითელი ხაზები – სამნიძე ღარიბაშვილს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი: საკვირველია რეაქციები… ნუთუ არ გვესმის, რა მასშტაბის განაცხადი გაკეთდა გუშინ