საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახი ინფორმაციის მიღებას წითელი ჯვრის მეშვეობით შეეცდება

region
ავტ.: region ივლისი 12, 2020 11:37

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახი ინფორმაციის მიღებას წითელი ჯვრის მეშვეობით შეეცდება

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები ინფორმაციის მიღებას წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცის მეშვეობით შეეცდებიან.

ოჯახის განცხადებით, მათ წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია დაუკავშირდათ.

ზაზა გახელაძის ოჯახს ამ დროისთვის დაჭრილის შესახებ არანაირი დამატებითი ინფორმაცია არ აქვს.

მათთვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ოჯახის წევრი, რომელიც დაკავებისას ფეხში დაიჭრა, ოკუპირებული ახალგორის საავადმყოფოში იმყოფება.

გახელაძეებს ოკუპირებულ ახალგორში ნათესავები არ ჰყავთ და დამატებითი ინფორმაციის მიღებას ვერ ახერხებენ.

შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრისა და უკანონო დაკავების ფაქტს, როგორც მორიგ სახიფათო პროვოკაციას, რომელიც მიზნად ისახავს კორონავირუსის პანდემიის დროს ადგილზე ვითარების დაძაბვასა და დესტაბილიზაციას.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის მისამართით საოკუპაციო ძალების მხრიდან ცეცხლის გახსნა წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშად დარღვევის მორიგ მაგალითს, ასევე კორონავირუსის პანდემიის პირობებში გლობალური მასშტაბით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის მოწოდების სრულ უგულვებელყოფას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად მოითხოვს დაჭრილი და უკანონოდ თავისუფლებააყრილი საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ გადმოცემას ქართული მხარისათვის.

region
ავტ.: region ივლისი 12, 2020 11:37

Google სტატისტიკა


3,257
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics