საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული 21 წლის გივი ბერუაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული 21 წლის გივი ბერუაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა. რუსმა სამხედროებმა გივი ბერუაშვილი ქართველ სამართალდამცავებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს.

გივი ბერუაშვილი რუსმა სამხედროებამ სოფელ დიცთან გუშინ დააკავეს. ფაქტის თვითმხილველი თავად დაკავებულის ოჯახი იყო, რომელიც საოკუპაციო ხაზიდან დაახლოებით 500 მეტრში ცხოვრობს.

საქართველოს მოქალაქის გათავისუფლებაზე მოლაპარაკებები ევროკავშირის ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობდა.

banner
წინა სტატიაშისოფელ ჭითაწყარში მდებარე სასაფლაოზე ხანშიშესული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
შემდეგი სტატიაექსკლუზივი: ვინ იქნება ზუგდიდის მერობის კანდიდატი “გაერთინებული ოპოზიციიდან”