საოკუპაციო რეჟიმის ახალ მუქარას ოპოზიცია ეხმაურება და ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს

საოკუპაციო რეჟიმის ახალი მუქარა. გალის სკოლებში ქართული ენის აკრძალვაზე დე ფაქტო მთავრობა კიდევ ერთხელ ალაპარაკდა. გალის და ტყვარჩელის რაიონის სკოლებში შესაძლოა ქართული ენის სწავლება შეწყდეს.

საოკუპაციო რეჟიმის მუქარას თბილისში შეფასებები უკვე მოჰყვა. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ეს არ არის პირველი შემთხვევა და რუსეთი თავისი კლანჭების გამოჩენას ცდილობს. მათივე თქმით, აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეებს მეტი ყურადღება მიაქციოს.

​”საქართველოს მოქალაქეებისთვის უფლებების შეზღუდვა არ არის მხოლოდ საოკუპაციო რეჟიმის ბრალი, არამედ ჩვენი ხელისუფლების ბრალიცაა, რადგან მათი ვალდებულებაა, ოკუპირებულ რეგიონებში მოქალაქეების უფლებები დაიცვას,” – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია “ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრის ირაკლი აბესაძის თქმით კი, რუსული აგრესიული რიტორიკა გასაკვირი არ არის, მაგრამ აუცილებელია ამას საქართველოს ხელისუფლებისგან შესაბამისი რეაგირება მოჰყვეს.

banner
წინა სტატიაშიპოლიცია მოძრაობა “გაბედეს” წევრებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე ბოქლომის დადების უფლებას არ აძლევს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის რეზიდენციის ღობეს აქტივისტებმა ბოქლომი დაადეს