“საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენებს შესაბამისი სტრუქტურები და ორგანოები აკვირდებიან”

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანის განცხადებით, ოკუპანტების მიერ სოფელ ჯარიაშენთან მიმდინარე პროცესებზე, ჟენევის სამივე თანათავმჯდომარე გაფრთხილებულია.

 

ზალკალიანის განმარტებით, უწყება საოკუპაციო ხაზთან მყოფ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან მუდმივ კავშირზეა.
მისი თქმით, სამუშაოები ოკუპანტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
“ინფორმირებულია ჟენევის სამივე თანათავმჯდომარე – ევროკავშირის, ეუთოს და გაერო-ს წარმომადგენელი. ასევე, ჩვენ ვიმყოფებით მუდვივ კავშირზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, კერძოდ, მის ხელმძღვანელთან, რომელიც ადგილზეა და იქ პროცესებს დეტალურად აკვირდება. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, სამუშაოები მიმდინარეობს ოკუპირებული ხაზის მეორე მხარეს, ანუ მათ მირ კონტროლირებად ტერიტორიაზე. თუმცა, შესაბამისი სტრუქტურები და ორგანოები აკვირედებიან ამ პროცესებს, ისვე, როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ადეკვატუად ვიმოქმედებთ”,- აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
შეგახსენებთ, რომ 11 მარტიდან, გორის რაიონ სოფელ ჯარიაშენთან გზის გაყვანის სამუშაოებს ასრულებენ. აღნიშნული სამუშაოების შესრულების შედეგად კი, ადგილობრივი მოსახლეობის კერძო ნაკვეთებზე ვაშლის ბაღები გაჩეხეს.
banner
წინა სტატიაშისოფელ ჯარიაშენთან მობილიზებულია მძიმე ტექნიკა
შემდეგი სტატიასამებაში დღეს, 18:00 საათზე შენდობის წესი შესრულდება