საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში, მუჟავას საჯარო სკოლას, ღამის განათებები ექნება – ინიციატივა მოსახლეობას ეკუთვნის, ხოლო იდეის განხორციელება, ქალაქ ჯვარის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურმა, საკუთარ თავზე აიღო.
მუჟავას თემის საჯარო სკოლაში, განათებების მონტაჟი უკვე დასრულებულია და როგორც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი აცხადებს, სკოლა დღეიდან განათდება.
“აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, არაერთი წერილი მივიღეთ და თქვენც ხედავთ, რომ დღეიდან მუჟავას საჯარო სკოლა განათებული იქნება. საქართველოს განათებული და განათლებული საზოგადოება სჭირდება”, – განაცხადა “თაიმერთან” საუბრისას მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა, მაჟარა არქანიამ.