საოკუპაციო ხაზთან ახლოს სამოქალაო მოძრაობა “ხმამ” გასული წლის 20 ივნისის ღამეს რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები გააპროტესტა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს სამოქალაო მოძრაობა “ხმამ” გასული წლის 20 ივნისის ღამეს რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები გააპროტესტა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, აქცია მიზნად ისახავს 20 ივნისის ღამეს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ძალადობის ფაქტების გახსენებას.
მათივე თქმით, სიმბოლურად აირჩიეს საოკუპაციო ხაზი რუსული ოკუპაციის გასაპროტესტებლად და ოკუპანტი რუსეთსა და რუსეთუმე ხელისუფლებას ქართველი ხალხი ძალიან მალე ეტყვის არას.

banner
წინა სტატიაშიაქციაზე დისტანციას სტიკერებით დაიცავენ, რომელზეც ვლადიმირ პუტინია გამოსახული
შემდეგი სტატიანიკა მელია: ახლა რომ დეპუტატი ვიყო, არ დავფიქრდებოდი და მხარს დავუჭერდი საკონსტიტუციო ცვლილებებს