საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან განმუხურში მცხოვრები ორი პირი გაიტაცეს

საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან სოფელ განმუხურში მცხოვრები ორი პირი – ჟ.მ. და ე.გ. გაიტაცეს.

მამაკაცები დაკარგულ ცხენს ეძებდნენ, რა დროსაც ისინი დააკავეს. მომხდარის დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

განმუხურში სიტუაციის გასაცნობად სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია იმყოფება.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე – საქართველოსა და ვენესუელაში პროცესების შედარებაზე მიხეილ სააკაშვილის განცხადება ანეკდოტების სიაში შევა
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი მოსამართლეების არჩევას რეფერენდუმის გზით ითხოვს