საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ხურვალეთში ამერიკელი კონგრესმენები იმყოფებოდნენ

საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ხურვალეთში დღეს ამერიკელი კონგრესმენები იმყოფებოდნენ. ისინი ადგილობრივებს შეხვდნენ და გამყოფ ხაზზე შექმნილ ვითარებას გაეცნენ.

კონგრესმენებმა მოისმინეს ინფორმაცია მცოცავი ოკუპაციის შედეგად მოსახლეობისთვის შექმნილი პრობლემების შესახებ. დელეგაცია საქართველოში ამერიკა-საქართველოს მეგობრობის ასოციაციის მოწვევით იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები პრემიერ მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.

“უპირველესად ჩვენი ვიზიტის მიზანი იყო, გვენახა რას აკეთებენ აქ რუსები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ არღვევს რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მსოფლიომ ამ საკითხს ყურადღება უნდა მიაქციოს, რადგან იგივე შესაძლოა სხვაგანაც განმეორდეს,” – განაცხადა დუნკან ჰანტერმა.

banner
წინა სტატიაშისევდია უგრეხელიძე : ალეკო ელისაშვილი ყოველთვის კრიტიკის ქარცეცხლში გვატარებდა და მისი “ნაციონალებთან” ალიანსში დადანაშაულება, სასაცილოა
შემდეგი სტატიაავღანეთში ლევან იზორიას პირველი ვიზიტი შედგა