საოკუპაციო ხაზის გადმოწევა არ მომხდარა,ბოძები ჩასმულია საოკუპაციო ზოლზე-სუსი

ტერორისტული აქტის ჩადენის მუქარის ფაქტზე დაკავებულია ვახტანგ ხანგოშვილი-

ხურჩაში საოკუპაციო ხაზის გადმოწევის ფაქტს არ ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. უწყების ინფომრაციით საოკუპაციო ხაზის გადმოწევა არ მომხდარა და ბოძები ჩასმულია საოკუპაციო ზოლზ.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებიან ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები. ასევე, ქართული მხარე ინფორმაციას მიაწვდის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას.

„საოკუპაციო ხაზის გადმოწევა არ მომხდარა. ბოძები ჩასმულია საოკუპაციო ზოლზე. ეს არის ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელება და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ ფაქტზე მოახდენს რეაგირებას ისევე, როგორც ყველა შესაბამისი უწყება ყველა დონეზე. ინფორმაცია უკვე მიწოდებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის. მათი დამკვირვებლები უკვე იმყოფებიან ადგილზე. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მიაწვდის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლებიც მუშაობენ ამ საკითხებზე,” – აცხადებენ სუს-ში.

banner
წინა სტატიაშირუსმა ოკუპანტებმა ხურჩასთან ე.წ. საზღვარი 300 მეტრით გადმოსწიეს
შემდეგი სტატიაიან კელი: გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში დემოკრატიის განვითარების კუთხით, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა