„საოკუპაციო ხაზი იქ სადაც არის, არის შედეგი იმ წინა ხელისუფლების შეცდომების”

„ქართული ოცნების“ რჩეული კანდიდატი სტუდენტებს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილს, შეკითხვები უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა, რუსეთ საქართველოს ომის და ოკუპირებული რეგიონების შესახებ დაუსვეს. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების შეცდომებმა შექმნა ახალი დასახელება სამხრეთ ოსეთი, რომელიც მანამდე არ არსებობდა.

„საოკუპაციო ხაზი იქ სადაც არის, არის შედეგი იმ წინა ხელისუფლების შეცდომების და პირველ რიგში ერთი ძალიან დიდი შეცდომაა, როცა წინა ხელისუფლებამ, სააკაშვილმა იმისთვის, რომ შეექმნა დღეს, რომ აღარ ახსოვს ვინ არის სანაკოევის ხელისუფლება და ჩაეტარებინა კონტრარჩევნები, ეს არჩევნები ჩაატარა მთელს ტერიტორიაზე სამხრეთ ოსეთის და პრაქტიკულად აღიარა ამითი. იმიტომ რომ შენ თუ არჩევნებს ატარებ საზღვრებში სამხრეთ ოსეთის საზღვრებში, ანუ საბჭოთა საზღვრებში და აღიარება სამხრეთ ოსეთის დასახელებას, რაც არ ყოფილა მანამდე. არავინ არ ეძახდა თუნდაც ჩვენ საერთაშორისო ეუთო-სთან ურთიერთობებში და იმ მისიასთან, რომელიც იმყოფებოდა ეს იყო ცხინვალის რეგიონი ოფიციალური დასახელება და არა სამხრეთ ოსეთი და შემდეგ ომის შემდეგ რუსეთმა ეს საზღვრები გამოიყენა და დღემდე იყენებს თავისი თავის გასამართლებლად,“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეხვედრას სალომე ზურაბიშვილის შვილიც ესწრებოდა, რომელიც დაინტერესდა რატომ არ ღებულობს წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას გრიგოლ ვაშაძის შვილი. თეიმურაზ გორჯესტანმა გრიგოლ ვაშაძის შვილი დებატებში გამოიწვია.

banner
წინა სტატიაში„ქვეყნის ერთიანობა დღეს არის ჩვენი საერთო მიზანი და ჩვენ თითოეულ ჯარისკაცს, თითოეულ პოლიციელს დავიცავთ ყოველთვის”
შემდეგი სტატიავახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის თეატრის დარბაზის განახლების პროცესი დაათვალიერა