საოკუპაციო გამყოფ ხაზთან განახლებული ბაგა-ბაღი გაიხსნა

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ნიქოზში ახალი, თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა. შენობა 70 აღსაზრდელზეა გათვლილი. საბავშვო ბაგა-ბაღით სარგებლობას გამყოფი ხაზის მიმდებარე 3 სოფლის (ზემო და ქვემო ნიქოზი, ზემო ხვითი) სკოლამდელი ასაკის ბავშვები შეძლებენ.
ნიქოზის ბაგა-ბაღს სრული რეაბილიტაცია გორის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და USAID/NEO-ის თანადაფინანსებით ჩაუტარდა. რეაბილიტირებული შენობა USAID-ის რეგიონული კონტრაქტების ოფისის დირექტორმა – მაიკლ როსმანმა, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა – დავით ონიაშვილმა, გორის მუნიციპალიეტის საკრებულოს თავმჯდომნარემ – კონსტანტნე თავზარაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა საზეიმოდ გახსნეს.

პროექტი მოიცავდა 250მ2 შენობის, საბავშვო ბაღის ეზოს/სათამაშო მოედნისა და გათბობის სისტემის რეაბილიტაციას, რომლის მთლიანმა ღირებულებამ 202 500 ლარი შეადგინა.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის ბაგა-ბაღი ექსპლოატაციაში უკვე შევიდა.

banner
წინა სტატიაშიმცირეწლოვანმა ბურბუშელაში საჩუქრის სახით მოთავსებული პიროტექნიკა შეჭამა
შემდეგი სტატიაცნობილი რუსი ოლიგარქის შვილმა ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ დედა დაახრჩო