საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გალში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ოკუპირებულ აფხაზეთში 1986 წელს დაბადებული ზ.შ. დააკავეს. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზ.შ. მიმდინარე წლის აპრილში, გალის რაიონის სოფელ თაგილონში დააკავეს, დაკავებამდე კი თბილისში ცხოვრობდა.

ე. წ. აფხაზეთის შსს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ზ.შ-ზე ძებნა იყო გამოცხადებული. ზ. შ. 2013 და 2014 წლებში გალის რაიონში მომხდარ ყაჩაღობებში იყო ეჭვმიტანილი.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ ზ.შ-ს ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავების ფაქტს. მათი ინფორმაციით, ამოქმედებულია ევროკავშირის მისიის ცხელი ხაზი.

banner
წინა სტატიაშილაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას ხვალ ოფიციალურად დატოვებს
შემდეგი სტატიაგიგი წერეთელი ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა